“შეუძლოდ გახდა” – მარნეულში მეოთხეკლასელების დასჯის ფაქტის გახმაურების შემდეგ პედაგოგი საავადმყოფოში გადაიყვანეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი კირიხლოში მეოთხე კლასის მოსწავლეების მიუღებელი მეთოდით დასჯის ფაქტის გახმაურების შემდეგ ქართული ენის პედაგოგი რაჰმან მუსაევი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ მუსაევის შვილი აცხადებს.
როგორც ცნობილია, რაჰმან მუსაევმა მოსწავლეები დასაჯა, მუხლებზე დააჩოქა, ფოტო გადაუღო და მათ მშობლებს გაუგზავნა.
ქართული ენის პედაგოგი ამ დროისთვის, გათავისუფლებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.
მომხდარ ფაქტს სწავლობს განათლების სამინისტროც.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები