გორში შინდისის გმირების ხსოვნის პატივსაცემად ტურნირი ჩატარდა

შინდისში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა.
ღონისძიება, 2008 წლის აგვისტოს ომში, შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული 17 გმირის ხსოვნას ეძღვნებოდა.

შეჯიბრებაში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენს შეეძლო.

საპრიზო ადგილების მფლობელები სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. პრიზიორებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები.

გარდა აღნიშნული სამი წონითი კატეგორიისა, შეჯიბრება გაიმართა აბსოლუტურ წონით კატეგორიაშიც. ამ წონითი კატეგორიის პრიზიორებსაც გადაეცათ ფულადი ჯილდოები.

ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები