ბობნევის „საზაფხულო ბანაკში” ახალგაზრდების პირველი ნაკადი გაემგზავრა

ბობნევის „საზაფხულო ბანაკში” ახალგაზრდების პირველი ნაკადი გაემგზავრა.

ისინი გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა გააცილა.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან და მონაწილეობას მიიღებენ ლაშქრობებში, სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში.

გარდა ამისა, ბანაკი 12-დან 25 წლამდე ახალგაზრდების კიდევ ორ ეტაპს უმასპინძლებს. თითოეულ ეტაპზე 50 მონაწილე გაემგზავრება. ისინი ბობნევში 5 დღეს დარჩებიან.

ტანას ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ჯამში 150 ახალგაზრდა დაისვენებს.

პროექტი ასოციაცია „ტონთიოს” ორგანიზებით ხორციელდება.

ბანაკში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია გრძელდება. აპლიკაციების შევსების ვადა 10 აგვისტოს სრულდება.

შერჩევისას უპირატესობა ენიჭებათ სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აქტიურ ახალგაზრდებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები