ონში, სოფელ უწერაში წყალსადენის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში წყალსადენის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დასრულებული პროექტი ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად მოინახულა.

აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ბილდკინგსი” ასრულებდა. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ გამწმენდ ნაგებობას, მოეწყო მონოლითური რკინა-ბეტონის კედელი და მდ. ბეღლორიდან გამწმენდ ნაგებობამდე წყალმიმღები ტრასის ლითონის კონსტრუქცია.

პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, სახელშეკრულებო თანხამ  163 952 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები