ონის სოფელ ლაგვანთაში, მდინარე საკაურაზე სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდი შენდება

ონის სოფელ ლაგვანთაში, მდინარე საკაურას ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან, ონის მუნიციპალიტეტის მერ სერგი ხიდეშელთან, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ ლაგვანთაში, 2020 წლის ძლიერი სტიქიის შედეგად, მდინარე საკაურაზე დაზიანებული სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე მოინახულა.
“პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სანაპირო ბურჯების მონოლითური რკინა-ბეტონით საყრდენი კედლების მოწყობა, ქვაბულის ძირში და პერიმეტრზე გრუნტის დამუშავება, ქვიშა-ხრეშოვანი და ბეტონის მოსამზადებელი ფენის მოწყობა.
პროექტის სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ხიდმშენი 99” ასრულებს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულებად 387 551 ლარია განსაზღვრული.
მდინარე საკაურაზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის ივლისშია დაგეგმილი”, – აღნიშნულია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები