დავიწყეთ ზაფხულის სეზონისთვის მზადება – დაბა ურეკსა და შეკვეთილში წელს ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს და ტურისტს ველოდებით, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ურეკში ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დათვალიერებისას განაცხადა.
„ვიზიტორებისთვის სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, ყველა სამსახური მობილიზებულია და სრული დატვირთვით მიმდინარეობს დაბის განახლება, მოწესრიგება.
შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან თანამშრომლობით, ურეკისა და შეკვეთილის მთელ სანაპირო ზოლზე 8 თანამედროვე სამეთვალყურეო – სამაშველო კოშკურა განთავსდება. უახლოეს პერიოდში ასევე დასრულდება ურეკში ბულვარის მოწყობის სამუშაოები“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.