“ბორჯომის” ქარხანაში დასაქმებულები გაიფიცნენ

ბორჯომის ორივე ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები დღეს დილის 6 საათიდან გაიფიცნენ.

კომპანიის 400-მდე თანამშრომლის გაფიცვა მანამ გაგრძელდება, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

დასაქმებულები უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, ძველ შრომით პირობებზე დაბრუნებას, ხელფასების დარიცხვას, ხელფასების 25%-ით ზრდასა და კოლექტიური შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, „IDS​ ბორჯომმა” ორივე ქარხანაში წარმოების პროცესის შეჩერების შესახებ განცხადება 29 აპრილს გაავრცელა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო სანქცირებულ ოლიგარქთა სიაში მოხვედრილი მიხაილ ფრიდმანი კომპანიის საკონტროლო 60%-იან წილს ფლობს, რის გამოც “ბორჯომს” სანქციები შეეხო.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები