„დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დროული რეაგირების შედეგად, განეიტრალდა ღრუბლებში სეტყვის მარცვლების წარმოქმნის პროცესი, შესაბამისად კახეთის არცერთი მუნიციპალიტეტი არ დასეტყვილა. ამის შესახებ ინფორმაციას „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტი ავრცელებს.
“19 მაისს, კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავის, საგარეჯოს, ყვარლის, დედოფლისწყაროს, ახმეტის, ლაგოდეხის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სამხრეთ-დასავლეთიდან შემოიჭრა ცივი ატმოსფერული ფრონტი, რამაც გამოიწვია სეტყვასაშიში ღრუბლის წარმოქმნა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლის ზომა, წინასწარი გათვლით, 33 მმ იყო.
„დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დროული რეაგირების შედეგად, განეიტრალდა ღრუბლებში სეტყვის მარცვლების წარმოქმნის პროცესი, შესაბამისად კახეთის არცერთი მუნიციპალიტეტი არ დასეტყვილა.
„დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტში მონიტორინგის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.