თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საირიგაციო ქსელზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისსამინისტროს შპსსაქართველოს მელიორაცია“  სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგებასქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.  

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტბისი-კუმისისსარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის   12 კილომეტრიანი მონაკვეთი ეკალ-ბარდებისა დადანალექი გრუნტისაგან იწმინდება.  ჩატარებულისამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლადგადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, მუნიციპალიტეტში 700 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეომიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებაგაუმჯობესდება.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით 8 სოფლის (ტბისი, ფარცხისი, ბოგვი, ჯორჯიაშვილი, ასურეთი, ერტისი, ვაშლოვანი, კოდა) მოსახლეობაისარგებლებს.

სამუშაოები მაისის  ბოლოს  დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები