არა გაძვირებულ ელექტროენერგიას – ოპოზიცია სამ ქალაქში აქციას მართავს

არა გაძვირებულ ელექტროენერგიას – ოპოზიცია სამ ქალაქში: გორში, ზუგდიდსა და თელავში საპროტესტო აქციას მართავს.

გორში აქცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან იმართება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც, რომელმაც შეკრებილებს მოუწოდა, პერიმეტრი არ გადაკეტონ.

რაც შეეხება ზუგდიდს, აქციის მონაწილეები მერიასთან შეიკრიბნენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაზრდილი გადასახადი მოსახლეობას მძიმედ აწევს, პანდემიით გამოწვეული პრობლემების ფონზე.

აქცია იმართება თელავშიც, სადაც აქციის მონაწილეები “ენერგო პრო ჯორჯიას” ოფისთან არიან შეკრებილი.

შიდა ქართლსა და კახეთში გამართულ აქციებზე მოქალაქეების ნაწილი მივიდა, რომლებმაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მათი ხელისუფლებაში ყოფნა გაახსენეს. ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები