გორის მერიამ ეტლი-თხილამურების ჩემპიონატის პრიზიორ პარასპორტსმენს წარმატება მიულოცა

ეტლი-თხილამურების ჩემპიონატის ,,ბაკურიანი 2022“-ის პრიზიორ გორელ პარასპორტსმენებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი და საკრებულოს ჯანდაცვის, განათლების,სპორტის, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი გოგშელიძე შეხვდნენ და ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცეს. ამის შესახებ გორის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.
ეტლი-თხილამურის ჩემპიონატი – ,,ბაკურიანი 2022“ პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში დაბა ბაკურიანში წელს მესამედ გაიმართა. შეჯიბრებაში გორის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო გორელმა გიორგი მოდებაძემ ინდივიდუალურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა.
შეჯიბრებაში გორელი პარასპორტსმენების გარდა, მონაწილეობდნენ თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ზუგდიდსა და ქუთაისში მცხოვრები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილ–დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, ომის ვეტერანები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცები.
გორის მუნიციპალიტეტის მერია სპორტული ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის საშუალებით ხელს უწყობს გორელი შშმ პირების მონაწილეობას ,,ახალგაზრდული მედია კავშირის“ მიერ მოწყობილ ისეთ სპორტულ ღონისძიებებში, როგორიცაა პარაპლანით ფრენა, ჯომარდობა, ზიპლაინი და სხვ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები