როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

26 იანვარს ქუთაისში მზიანი ამინდი და +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. დღე უნალექოდ ჩაივლის. ბათუმში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი. დღე უნალექოდ ჩაივლის. სოხუმში მზიანი დღე მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

მესტიაში 0 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ჭიათურაში, სადაც ჰაერის დღისით +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

+4 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -9 გრადუსი იქნება.

გორში თოვლი და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ქარი.

გუდაურში მოთოვს. დღისით -1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი -2 გრადუსამდე გაეცემა, მოსალოდნელია თოვლი. ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც თოვლს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება, მოთოვს, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.

თოვლიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს სიღნაღშიც. დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.

რუსთავში თოვლია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს პროგნოზირებენ თბილისშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები