ბერდია სიჭინავა – საკრებულოებზე: ოპოზიცია უპირატესობით უნდა იყოს, თუმცა არა ისე, როგორც “ნაცმოძრაობას” სურს

შვიდ მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს არც “ოცნების” და არც “ნაციონალური მოძრაობის” უმრავლესობით ხილვა არ სურთ, ეს ორი პარტია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში თვეებია იქცევა უპასუხისმგებლოდ და მოქმედებს ვიწროპარტიული ინტერესებით, რისი შედეგიცაა საკრებულოების უფუნქციოდ დარჩენა, – ამის შესახებ ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მან ოპონენტები ვიწროპარტიულ ხედვებში დაადანაშაულა და თქვა, რომ აუცილებელია საკრებულოში ბალანსის პრინციპის დაცვა.

“როდესაც ჩვენ წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს საკრებულოს თავმჯდომარეების პოზიციებზე, ორივე პარტიებს ვთავაზობთ, დაგვიჭირონ მხარი, როგორც “ოცნებას”, ასევე, “ნაციონალურ მოძრაობას” და ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურებზე და კომისიების ფორმირების პროცესში თანაბრად უნდა იქნეს წარმოდგენილი ორივე პოლიტიკური პარტია.

როდესაც ვამბობთ ბალანსის პრინციპით, პირველ რიგში ვგულისხმობთ იმას, რომ იმ ოპოზიციურ საკრებულოებში და მუნიციპალიტეტებში, სადაც ოპოზიციას აქვს უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ოპოზიციური უპირატესობით უნდა იყოს წარმოდგენილი პოზიციები საკრებულოებში, თუმცა არა ისე, როგორც ეს “ნაციონალურ მოძრაობას” სურს, პრინციპით, რომ მათ ჰქონდეთ თანამდებობები და არც ერთი თანამდებობა “ქართულ ოცნებას”, იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა დაუჭირა მხარი “,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები