აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს

დიდთოვლობის გამო აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ადამიანური რესურსი.
მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა. ხილვადობა შეზღუდულია და გართულებულია სამუშაოების წარმოება.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს ადმინისტრაციულ თემებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები