აჭარაში, დღის განმავლობაში, 2000-მდე ადამიანი აიცრა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა.

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.

გასული 24 საათის განმავლობაში ვაქცინაცია 2000-მდე მსურველმა ჩაიტარა. ჯამში აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული  45 000-მდე პირს აქვს.

ვაქცინაცია აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. იმუნიზაციის პროცესს ადმინისტრირებას ექვსი კლინიკის 19 ამცრელი ბრიგადა უწევს. დღეიდან მოსახლეობას აცრა „სინოფარმით” და „სინოვაკით” ორ საზოგადოებრივ სივრცეში, ,,მეტრო-სითსა” და ,,ბათუმი მოლში” იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები