ხულოში საავტომობილო გზები ინტენსიურად იწმინდება

ხულოს მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში გადაუღებლად თოვს. იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის და სასოფლო გზები.

მუნიციპალიტეტში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და ადამიანური რესურსი მობილიზებულია სრულად.

ამ ეტაპზე, როგორც ადმინისტრაციულ ერთეულებთან, ასევე სასოფლო გზებზე გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის დაშვებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები