ძლიერმა ქარმა მცხეთის ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხე წააქცია

დღეს, გამთენიისას, ძლიერი ქარის შედეგად, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე წაიქცა.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დაზიანებულია რკინის კონსტრუქცია და მისი მთავარი ღერძი.

“ნაძვის ხის წაქცევის შედეგად საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს საახალწლო ნაძვის ხის დემონტაჟი ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის მიერ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები