გივი მიქანაძე: ტანდემი, რომელიც ჩხოროწყუში ვიხილეთ, ცხადყოფს, რომ გახარიას პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის რეალური კავშირია

ის გადაწყვეტილება და ტანდემი, რომელიც ჩხოროწყუში ვიხილეთ, კიდევ ერთხელ მიუთითებს და ცხადყოფს, რომ გახარიას პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის რეალური კავშირია, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობებზე ოპოზიციონერი დეპუტატების არჩევას.

„ის გადაწყვეტილება და ტანდემი, რომელიც ჩხოროწყუში ვიხილეთ, კიდევ ერთხელ მიუთითებს და ცხადყოფს, რომ გახარიას პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის რეალური კავშირია. შესაბამისად, სწორედ მათი ერთობლივი მოქმედებებით მიიღება ის გადაწყვეტილებები, რომლებითაც, რამდენიმე ადამიანს შეეძლო, რომ საკრებულოში, კონკრეტულ თანამდებობებზე, კონკრეტული პირების არჩევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდათ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჩხორორწყუს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც “ქართული ოცნების” დეპუტატები არ ესწრებოდნენ, თავმჯდომარის მოადგილეებად ოპოზიციონერი დეპუტატები – დავით შენგელია და რამაზ თოლორდავა აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები