პარტია “საქართველოსთვის” ხაშურის საკრებულოს დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა დატოვა

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას – “საქართველოსთვის”- გუნდის წევრები კვლავ ტოვებენ. ამჯერად გადაწყვეტილება ხაშურის საკრებულოს დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა, ანა ხარებავამ მიიღო.
როგორც ხარებავა “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი გახარიას პარტიის “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსია.

“მოგეხსენებათ, რომ ვიყავი პარტია ,,საქართველოსთვის” აქტიური წევრი. წარმოვადგენდი პარტიული სიის მესამე ნომერს. იმედი მქონდა, ზემოთ აღნიშნული პარტია შეცვლიდა ბევრ რამეს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. თუმცაღა პარტია ,,საქართველოსთვის” მხრიდან შეინიშნება პოლიტიკური ალიანსი რადიკალურ ოპოზიციასთან (ნაცებთან), ასევე, ელემენტარული, აქტივზე ხელფასებიც არ გაცემულა და სხვა ბევრი ნიუანსი.
შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია ,,საქართველოსთვის” და საერთოდ ვემიჯნები პოლიტიკას”,- წერს ანა ხარებავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები