რუსთავის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტში დასაქმებულებს ხელფასები ეზრდებათ

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის თანამშრომლებს შეხვდა. მგზავრთა მომსახურების სერვისის გაუმჯობესებისა და ხელფასების გაზრდის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, ქალაქის მერმა მათ პირადად გააცნო. აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის მძღოლებს, 2022 წლიდან, ხელფასი 300 ლარით გაეზრდებათ, 200 ლარით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებენ კონტროლიორები. ხელფასები გაეზრდებათ მუნიციპალურ ავტოტრანსპორტში დასაქმებულ სხვა თანამშრომლებსაც.
,,ახალი წლიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გვექნება სიახლეები, ახალ ავტობუსებში დამონტაჟდება Wi Fi-ის სისტემა, რა თქმა უნდა გაგრძელდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მოეწყობა ახალი გაჩერებები. რაც ყველაზე მთავარია, მძღოლებს, კონტროლიორებსა და სხვა თანამშრომლებს მოემატებათ ხელფასი. ვფიქრობ, ამ ტენდენციას აუცილებლად შევინარჩუნებთ, ამ ადამიანებს მათი შრომის საპირწონე ღირსეული ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
40 ახალი, ,,ევრო 5″-ის სტანდარტის ავტობუსი, რუსთავს მიმდინარე წლის თებერვლიდან ემსახურება. მომავალი წლიდან, ყველა სატრანსპორტო საშუალებაში უფასო Wi Fi ჩაირთვება, მოწყობა ახალი გაჩერებები, დამატებით დამონტაჟდება ელექტროტაბლოები. მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის შეღავათიანი ტარიფით 60 ათასამდე რუსთაველი სარგებლობს, ავტობუსები კოვიდრეგულაციების დაცვით ყოველდღიურად მუშავდება და მძღოლებს სამედიცინო შემოწმება რეგულარულად უტარდებათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები