ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის გზაზე – ტრაილერი 70 წლამდე მამაკაცს დაეჯახა

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სომხეთიდან მომავალი ტრაილერი 70 წლამდე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები