ხულოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო

ხულოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის განხილვის პროცესში მონაწილეობა მიიღეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, საკითხით დაინტერესებული სამოქალაქო სექტორის და არასმთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა როგორც პროექტის პრეზენტაციას, ასევე, კითხვა პასუხის რეჟიმს, სადაც, შეხვედრის მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და მერის პირველი მოადგილე ნადიმ ვასაძე პასუხობდნენ
2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა და 17 564 100 ლარს შეადგენს.
შეხვედრა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა.
ახალი ბიუჯეტის ფარგლებში მოხდება როგორც დაწყებული პროექტების დასრულება, ასევე, განხორციელდება მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ახალი პროექტები და პროგრამები”, –  აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები