შუახევში ღია სივრცე “ქალთა ოთახის” პროექტის გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდა

შუახევში, ღია სივრცე საზოგადოებისთვის ,,ქალთა ოთახის“ მიზნობრივი პროგრამის “მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით“ გამარჯვებულ მონაწილესთან ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ხელშეკრულებას ხელი შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ და გამარჯვებულმა კონკურსანტმა მოაწერეს.
“პროექტში გამარჯვებული გუგული ბოლქვაძე, წარმოებისა და სოფლად ტურიზმის განვითარების მიზნით, სოფელ ბრილში, თიხის სახელოსნოს ,,ბრილი – არტის“ მოაწყობს.
მაღალმთიან აჭარაში პროექტი წელს მეორედ ხორციელდება, რომლის ფარგლებში სულ 7 ბიზნეს-იდეა დაფინანსდა. ომარ ტაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან, პროგრამის ბიუჯეტი გაიზრდება და მეტი ქალი შეძლებს საკუთარი ბიზნესის რეალიზებას.
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, გააქტიურება, სოფლად მიგრაციის შეჩერების ხელშეწყობა, ქალები, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი და თანაბარუფლებიანი წევრების განვითარების ხელშეწყობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები