ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემა წესრიგდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღრმაღელეში 9 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები ქსელის ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.
მათი ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს და ერთწლოვანი კულტურების წარმოების შესაძლებლობას და მოსავლიანობას გაზრდის.
დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები დეკემბერში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები