ომარ ტაკიძემ კონტაქტურ კარატეში წარმატებულ შუახეველ სპორტსმენს, დათა ფუტკარაძეს გამარჯვება მოულოცა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, წარმატებულ სპორტსმენს, საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრს, კონტაქტურ კარატეში დათა ფუტკარაძეს შეხვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა.

დათა ფუტკარაძე, რუმინეთის ქალაქ ორადეაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში,70 კგ.წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

სამგზის ევროპისა და მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი, 3-4 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ლიტვიის დედაქალაქ ვილნიუსში, საქართველოს სახელით მსოფლიო სალიზენციო ტურნირზე იასპარეზებს.

ომარ ტაკიძემ, სპორტსმენს მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა, სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა და ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები