გია ხარჩილავა: რაც ხდება ბათუმსა და ზუგდიდში ფაქტობრივად სცილდება ბიუჯეტის ჩვეულებრივი დამტკიცების პროცესს

წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ ბათუმსა და ზუგდიდში ბიუჯეტების დამტკიცებასთან დაკავშირებით დღეს განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს საკითხი ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს სცილდება.

“ის, რაც ხდება ბათუმსა და ზუგდიდში ფაქტობრივად სცილდება ბიუჯეტის ჩვეულებრივი დამტკიცების პროცესს და ძალიან გლობალურ შეფერილობას იღებს. “ქართულ ოცნებას” ბიუჯეტი მიაჩნია პარტიულ ბიუჯეტად, პარტიული ფინანსების წყაროდ და მას არ ემეტება, რომ ეს საკითხი ხალხმა გადაწყვიტოს. სწორედ ეს პოლიტიკური კონფლიქტი მიმდინარეობს დღეს ხალხსა და “ქართულ ოცნებას” შორის, ასე მყარდება უზურპაცია და დიქტატურა ქვეყანაში”,- განაცხადა გია ხარჩილავამ.

ცნობისთვის, ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებმა 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურის ფონზე დაამტკიცეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები