ეკატერინე ტიკარაძე სამეგრელოს რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამედიცინო საზოგადოებას ხვდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეები შემთხვევების მართვის პრაქტიკასა და სამედიცინო სექტორის მზაობაზე მსჯელობენ. განიხილავენ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს, ინფიცირების შემთხვევების დინამიკასა და ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ მდგომარეობას. მინისტრის განცხადებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას.

ეკატერინე ტიკარაძე ენგურის ხიდზე, ვაქცინაციის ცენტრსაც დაათვალიერებს.

მინისტრთან ერთად, კოლეგებთან შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გეგუჩია და საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები