ჩაქვი-ბათუმის გზაზე ტრაილერი ამოტრიალდა – არიან დაშავებულები

ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით 2 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სასწრაფო დახმარების დამატებითი ბრიგადები.
ავტოსაგზაო შემთხვევისას ტრაილერი ამოტრიალდა, ამასთან შემთხვევაში 3 მსუბუქი ავტომანქანა ფიგურირებს.
მომხდარის გამო ჩაქვი -ბათუმის დამაკავშირებელ გზასთან, კერძოდ გვირაბთან სატრანსპორტო მოგზაურობა შეზღუდულია. მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები