მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სოფლის მე-14 ამცრელი ამბულატორია გაიხსნა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სოფლის მე-14 ამცრელი ამბულატორია გაიხსნა. ამიერიდან, მოქალაქეებს ვაქცინაცია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთშიც შეეძლებათ, სადაც აცრა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ჩინური წარმოების ვაქცინებით “სინოფარმითა” და “სინოვაკით” მიმდინარეობს.

ქვეშეთის ამცრელ ამბულატორიაში არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან და ა (ა)იპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელ თამარ ანდრიაშვილთან ერთად გაეცნო.

“მცხეთა-მთიანეთის რეგიონში აქტიურად ვაგრძელებთ სოფლის ამცრელი ამბულატორიების გახსნას. მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ვაქცინაცია სწორედ ასეთ ამცრელ პუნქტებში ჩაიტარა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ უსაფრთხოების წესები ყველგან დაცულია. ამიტომაც, ჩვენს მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ,” – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.

ცნობისათვის, ქვეშეთის ვაქცინაციის პუნქტი კვირის განმავლობაში 2 დღე იმუშავებს და 32 სოფელს მოემსახურება.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები