თორნიკე რიჟვაძე: გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ახალი ქალაქი აშენდება

გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ახალი ქალაქი აშენდება, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ქალაქი შავი ზღვის ერთ-ერთი მარგალიტი იქნება და ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით აშენდება. რიჟვაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობენ, რათა მალე შეძლონ ახალი ქალაქის მშენებლობის დაწყებას.

„ის ხედვა, რომელიც ბათუმის უფრო ექსტენსიურ განვითარებას ეხება, გულისხმობს გონიოს ახალი ქალაქის მშენებლობას. იქ არის დაახლოებით 320 ჰექტარი აუთვისებელი ტერიტორია, რომელზეც გარკვეული განაღმვითი და მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა. წლის ბოლოსთვის საერთაშორისო პარტნიორებთან, ინვესტორთა ჯგუფთან, კონსორციუმთან ერთად ვგეგმავთ ამ ადგილის ძალიან აქტიურ მარკეტინგს. შეიძლება, ვთქვათ, რომ ექნება ექსტერიტორიალური იურისდიქცია და იქ გაკეთდება ყველა ის თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც ევროპულ, საერთაშორისო მნიშვნელობის ქალაქს ესაჭიროება – თავისი სამართლებრივი რეჟიმითა და ძალიან ბევრი საერთაშორისო ბრენდით“, – განაცხადა რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები