ხობში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა – დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად  ეზოები დაიტბორა, ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე.

“ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ჯგუფები. ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია ადგილზე გაეცნო. სტიქიით გამოწვეული ზარალის მოცულობას შესაბამისი კომისია ითვლის და დაზარალებული ოჯახები ხელისუფლებისგან შესაბამის დახმარებას მიიღებენ”,-ნათქვამია ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები