ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას DTRA-ს ევრაზიის ოფისის ახალი ხელმძღვანელი ესტუმრა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის ახალი ხელმძღვანელი – ბერნი დობნერი ეწვია. მას სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ – ლაშა თვაურმა, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს უფროსმა – მალხაზ ლაგურაშვილმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა – ნინო ბარქაიამ უმასპინძლეს.

სტუმარი დასავლეთ საქართველოში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით არსებული შესაძლებლობებით დაინტერესდა.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ევრაზიის ოფისის ხელმძღვანელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს შესაძლებლობებს გაეცნო და სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერა. აღნიშნული აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს DTRA-სგან, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში გადმოეცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და DTRA-ს უკვე რამდენიმე წელია მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. თანამშრომლობის ფარგლებში, სამსახურმა სხვადასხვა ტიპის ქბრბ აღჭურვილობა მიიღო, ასევე, მონაწილეობდა DTRA-ს მიერ ორგანიზებულ უწყებათაშორის სწავლებებსა და ტრენინგებში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები