ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე ზურაბ დათიაშვილი გაიტაცეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებენ სუს-ში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები