ირაკლი კობახიძე: ანზორ მელიას წამოსცდა ის, რაზეც ვერ საუბრობს ღიად მისი შვილი ნიკა მელია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას მამის, „ნაცმოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის, ანზორ მელიას რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ასეთი წამოცდენები ხშირად აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ სინამდვილეში ისინი მუდმივად ემსახურებოდნენ რუსულ საქმეს, ეს დღემდეც ასეა, უბრალოდ რიტორიკა აქვთ განსხვავებული. თუმცა ეს წამოცდენები რიტორიკაშიც აქვთ ხოლმე. გახსოვთ, მაგალითად, წინა არჩევნების წინ როგორ იმღერეს „თბილისო“ რუსულ ენაზე თავისუფლების მოედანზე. ამასთან დაკავშირებით რეაქციაც არავის ჰქონია იმიტომ, რომ ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა. რუსული საქმის კეთება „ნაცმოძრაობის“ ბუნებრივი მდგომარეობაა. აქაც წამოსცდა ანზორ მელიას ის, რაზეც ვერ საუბრობს ღიად მისი შვილი – ნიკა მელია. რუსული საქმის კეთება საქართველოში დასრულებულია 2012 წელს. ოპოზიციის რანგში რაღაცებს ცდილობენ, თუმცა მათი ეს ძალისხმევაც იქნება წარუმატებელი“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა, რომ აფხაზეთში რუსების ქმედებაზე არ არის გაბრაზებული, რადგან „იქ ქართულმა დაჯგუფებებმა ცუდი როლი ითამაშეს“.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები