მცხეთა-მთიანეთში ვაქცინაციის პროცესს გუბერნატორი გაეცნო

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ძეგვში, წილკანსა და საგურამოში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მოქალაქეები ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ჩინური წარმოების ვაქცინებით “სინოფარმითა” და “სინოვაკით” იცრებიან.
უსაფრთხო და წარმატებული ვაქცინაციის მიზნით სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო მედიკამენტით, მათ შორის ანტიალერგიული და ანტიშოკური პრეპარატებით.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლის ამცრელ ამბულატორიებში იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე. მან მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში მეტი ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ცნობისათვის, ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით 13 ამცრელი ამბულატორია მუშაობს. ვაქცინაციის აღნიშნული პუნქტები კი ჯამში მხარის 117 სოფელს ემსახურება.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები