“ძალიან მრცხვენია, ერთი თვით მაინც რომ მერქვა თქვენი გუნდის წევრი” – ლელა გუჯარაიძე ნათია მეზვრიშვილს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრს ნათია მეზვრიშვილს მისივე გუნდის წევრი ლელა გუჯარაიძე დაუპირისპირდა.

„უნამუსოდ მატყუარები ხართ. უბრალოდ გრცხვენოდეთ! რა ძმით დამუქრება და რა სისხლის სამართლის დამნაშავე შვილები?! სასაცილოები და სამარცხვინოები ხართ!!! აი, ამ ბრიფინგის მერე თქვენი პარტია ყაზბეგში, დასამარებულია!!!! ძალიან მრცხვენია, ერთი თვით მაინც რომ მერქვა თქვენი გუნდის წევრი“, – წერს ლელა გუჯარაიძე სოციალურ ქსელში.

ლელა გუჯარაიძე ნათია მეზვრიშვილის იმ ბრიფინგს გამოეხმაურა, რომელზეც ის ლელა გუჯარაიძის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდა. კერძოდ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარტიული სიის კანდიდატმა ლელა გუჯარაიძემ მოხსნა კანდიდატურა, მას ამის შესახებ ძმის მეშვეობით შეუთვალეს, რომელიც დაცვის სამსახურში მუშაობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები