გოდერძის უღელტეხილზე მანქანა ხევში გადავარდა – არის მსხვერპლი

გოდერძის უღელტეხილზე, გზის სავალი ნაწილიდან მანქანა ხევში გადავარდა.

როგორც kvira.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროსი განუცხადეს, ავტომანქანაში სამი, უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი.

გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები