ორმხრივი სროლა ქუთაისში – პოლიცია ინციდენტში მონაწილე პირებს ეძებს

ქუთაისში ორმხრივი სროლის შედეგად ბრმა ტყვია მოხვდა მამაკაცს, რომელიც შემთხვევის ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა. პოლიცია ინციდენტში მონაწილე პირებს ამ დრომდე ეძებს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, იყო ფიზიკური დაპირისპირება, რის მერეც მხარეებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყეს.

დაჭრილი მამაკაცი “ჯეო ჰოსპიტალში” გადაიყვანეს, მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“იყო ქვედა კიდურში, ბარძაყის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა. მოხდა მისი ქირურგიულად დამუშავება. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, დამაკმაყოფილებელია, უგრძელდება დამატებითი ლაბორატორიული კვლევები,”- თქვა ექიმმა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებს ამოწმებს.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები