დაჭრა ბათუმში – ახალგაზრდა კაცს ოპერაცია უტარდება

ბათუმში სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ თანამშრომელი დაჭრეს. შემთხვევა კომპანიის ოფისის წინ მოხდა.

ახალგაზრდა კაცს დანით ორი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული, ის კლინიკაშია გადაყვანილი და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

„ირაოს“ თანამშრომლები მათი კოლეგის დაჭრის მოტივად მის საქმიანობას გამორიცხავენ და ვარაუდობენ, რომ კონფლიქტი პირად ურთიერთობებს უკავშირდება.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია და ნაპოვნია დანაშაულის ჩადენის იარაღიც.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები