თორნიკე რიჟვაძე „სინოფარმის“ ვაქცინით საზღვაო ჰოსპიტალში აიცრა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „სინოფარმის“ ვაქცინით საზღვაო ჰოსპიტალში აიცრა.

როგორც რიჟვაძემ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაცია არის შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი.

„ჩავიტარე ვაქცინაცია. თავს ვგრძნობ კარგად. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე მდგომარეობიდან. ვაქცინაციით უნდა შევძლოთ როგორც სიცოცხლის გადარჩენა, ასევე ეკონომიკის სწრაფი აღდგენა“, – განაცხადა რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები