სამტრედიაში მეორე მსოფლიო ომის თითოეულ ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების 76 წლისთავი მიულოცეს

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წელი გავიდა. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ და მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიაში მეორე მსოფლიო ომის თითოეულ ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების 76 წლისთავი პირადად მიულოცეს.

ვეტერანებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1000 ლარი ჩაერიცხათ, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტიდან 1000 ლარი გადაეცათ.

ომის ვეტერანებს სამტრედიია მუნიციპალიტეტის მერიამ, სასურსათო ამანათები, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრები და მისალოცი ბარათები გადასცა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში სამი უხუცესი ომის ვეტერანი ცხოვრობს;
გრიგოლ ჩაჩუა- 102 წლის
რევაზ კანდელაკი- 96 წლის
ალექსანდრა ჯულუხიძე-98 წლის

ვალერი ფოცხვერიამ, ომის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა შეუფასებელი ღვაწლისთვის, მათ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები