“ლოპოტაჰესის” დირექტორი: ადგილობრივების ყველა კითხვას გავეცით პასუხი, გვაქვს ყველანაირი დასკვნა, თუმცა, ჰესის პროექტი შეჩერებულია

“ფიქრობდნენ, სოფელს შეუწყდებოდა წყალმომარაგება, იჩეხებოდა ხე-ტყე და საფრთხე ექმნებოდა ხეობაში არსებულ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, ამაზე ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. გავეცით ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი. სამწუხაროდ, კონსტრუქციული დიალოგი ვერ შედგა”, – ამის შესახებ ლოპოტაჰესის დირექტორმა, ბიძინა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიამ მოსახლეობის პროტესტის მიზეზებს სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისა თუ უწყებების დასკვნებით უპასუხა, თუმცა, პროექტი ამ დროისთვის ისევ შეჩერებულია.

“2019 წლის სექტემბრიდან შეჩერებულია ჩვენი პროექტი. პროტესტი იყო მოსახლეობის მხრიდან. მიზეზი იყო ის, რომ ფიქრობდნენ, სოფელს შეუწყდებოდა წყალმომარაგება, იჩეხებოდა ხე-ტყე და საფრთხე ექმნებოდა ხეობაში არსებულ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, ამაზე ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. გავეცით ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი. სამწუხაროდ, კონსტრუქციული დიალოგი ვერ შედგა და ყოველთვის არგუმენტი იყო, რომ, მათი თქმით, კვლევები არ გვქონდა ჩატარებული. თუმცა, კონკრეტულად რა კვლევაზე იყო საუბარი, არ ამბობდნენ. ბუნებრივია, ჩვენ ყველა კვლევა და ნებართვა გვაქვს. რაც შეეხება წყალმომარაგებას, 2017 წელს ჰესის ძალური განლაგების ადგილი შეირჩა ისე, რომ კონკრეტულად ავაცილეთ ის სასმელი წყლის სისტემას. ასევე, მოთხოვნა იყო, გაგვეკეთებინა დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, რაც შევასრულეთ და გადავეცით სოფელს და ვფიქრობ, ეს კონკრეტული პრობლემა გადაიჭრა. ყე-ტყეს რაც შეეხება, გარემოს დაცვის ჯგუფი გავიდა ხე-ტყის ჭრის ადგილზე და დაიწერა ახსნა-განმარტების ბარათი, სადაც დაფიქსირებულია, რომ ყველაფერი კანონიერად გვაქვს გაკეთებული. პლუს, გვაქვს არქეოლოგიური დასკვნა, რომ არცერთ ისტორიულ ძეგლს საფრთხე არ ემუქრება. ამის მიუხედავად, წელს მივიღეთ წერილი, სადაც ისევ იგივე მოთხოვნებია დაფიქსირებული. გვინდა, დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ ყველაფერი წესრიგშია და არა მხოლოდ მომავალში, არამედ ახლაც, პრაქტიკულად, არ ემუქრება საფრთხე მათ მიერ დასახელებულ არცერთ საკითხს”, – განაცხადა ბიძინა იმნაძემ.
ცნობისთვის, განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც გიორგი აბრამიშვილმა ახალი პლატფორმის შექმნის ინიციატივა გააჟღერა და ენერგოსფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, რაც საზოგადოებაში გავრცელებულმა არასწორმა ინფორმაციებმა და გარე ძალებისგან მართულმა პროცესებმა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები