,,გვირილობის” კვირეულის ფარგლებში ქუთაისში ბიზნეს დაჯილდოვება გაიმართა

 ქუთაისში, „გვირილობის „ კვირეულის ფარგლებში, კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ის ბიზნეს-კომპანიები და ორგანიზაციები დააჯილდოვა, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს პანდემიასთან ბრძოლაში და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ბევრი რამ გააკეთეს, რათა , სხვადასხვა შეზღუდვების ფონზე, მოქალაქეებს დახმარებოდნენ. ამის შესახებ “კვირას” ქუთაისის მერიიდან აცნობეს. მათივე ცნობით,  „მწვანე თეატრში” გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს ქუთაისის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ დღეს ის ბიზნეს, საგანმანათლებლო და არასამთავრობო ორგანიზაციები დავაჯილდოვეთ , რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის მძიმე დღეებში გვერდით დაგვიდგნენ და ჩვენ ერთად შევძელით, რომ ეს რთული პერიოდი მოსახლეობისთვის შედარებით შეგვემსუბუქებინა. მათი დახმარებით ათასობით სასურსათო, ჰიგიენური და პირველადი საჭიროების პაკეტები დავარიგეთ ქალაქში. მნიშვნელოვანი იყო კერძო სექტორის თანადგომა მორალური თვალსაზრისითაც. სწორედ ამიტომ, მადლიერების ნიშნად, სიმბოლური ჯილდოები გადავეცით და კიდევ ერთხელ, საჯაროდ ვეუბნებით მადლობას! „- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები