ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია განაახლეს – რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან ხის ბოძები დაამონტაჟეს

საოკუპაციო რეჟიმმა ქარელის მუნიციპალიტეტთან სადემარკაციო სამუშაოები განაახლა და ხის ბოძები გაავლო. ამის შესახებ ინფორმაცია ,,კვირას” სუს-ში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სოფელ ტახტისძირსა და დირბს შორის ხის ბოძები გუშინ დაამონტაჟეს. დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლის ხის ბოძები სოფელ ტახტისძირთან შარშან დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებთანაა გაკეთებული.

,,საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო რეჟიმის მორიგი უკანონო ქმედების შესახებ, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი,” – აცხადებენ სუს-ში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები