ლანჩხუთში, ტყეში მოკლული მამაკაცი იპოვეს

ლანჩხუთში, ტყეში 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი მოკლულია და მას ჭრილობა თავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

„მამაკაცი ტყეში ნახეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვიცი,“ – განაცხადა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მკვლელობის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები