ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

„წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის, ბზის მოჭრაზე კონტროლს ვამკაცრებთ, – ამის შესახებ განცხადებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა.

საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

„ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ ადგილი აქვს გარემოსდაცვით კანონდარღვევას, დაუკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზს ნომერზე: 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა; კონფიდენციალურობა დაცული)“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები