ვაჟა სირაძე : თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებული არიან

ავლაბარში სპეცოპერაცია დასრულდა. საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა მძევლები უსაფრთხოდ არიან და მათ დაზიანებები არ აქვთ.
“თავდამსხმელი დაკავებულია. 1 პირი იყო თავდამსხმელი და მან აიყვანა მძევლები. სამართალდამცველი ორგანოების განხორციელებული ოპერატიული სამუშაოების შედეგად, თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებულია. დაზიანება არავის მიუღია, ყველა მძევალი გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები”,- განაცხადა ვაჟა სირაძემ.
​შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ავლაბრის მეტროს მიმდებარედ საქართველოს ბანკის ექსპრესს ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები