ლადო ბოჟაძე: რუსეთიდან თბილისში მოავლინეს ბიზნესმენი ილია ძოწენიძე, რომელსაც „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციების ფინანსური მხარდაჭერა დაავალეს

SOS! რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ ახალ ეტაპზე გადადის! ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთიდან სპეციალური დავალებით თბილისში მოავლინეს ბიზნესმენი ილია ძოწენიძე, რომელიც ფიზიკურადაც დადის ნამახვანის საწინააღმდეგო აქციაზე, ასევე მას დავალებული აქვს აქციების ფინანსური მხარდაჭერა და რუსეთიდან მართული პოლიტიკოსების ჩართვა აქციებში, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, დღეს ამის პირველი მაგალითიც გამოჩნდა და ეს „ქართული მარშის“ გუმათში ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად ჩასვლაა.

„რაც შეეხება ილია ძოწენიძეს, ის რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებს ფლობს, ასევე მისი კომპანია აშენებს გვირაბებსა და გზებს. ძოწენიძე რამდენიმე წლის წინ თავად მედვედევმა დააჯილდოვა ოქროს მედლით წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის.

სწორედ ძოწენიძე აფინანსებს საქართველოში მოქმედ ყველა რუსულ პარტიას, მათ შორის ის არის ბურჯანაძის პარტიის დამფინანსებელი და სწორედ მან დაუგეგმა ბურჯანაძეს მოსკოვში პუტინთან შეხვედრა. ის ასევე აფინანსებს რუსეთიდან მართულ „პრიმაკოვის ცენტრს“.

აი, სწორედ ეს ადამიანი მოავლინეს რუსეთიდან იმისათვის, რომ ააგოროს საპროტესტო ტალღა, მოაწყოს არეულობა და ხელი შეუშალოს ჰესის მშენებლობას. ილია ძოწენიძე ახლა სწორედ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფება და პირადად აფინანსებს და ხელმძღვანელობს რუსულ სპეცოპერაციას „ნამახვანის“ წინააღმდეგ!!!“ – წერს ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები