მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, მოადგილესთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ მოადგილესთან, გოჩა ქავთარაძესთან ერთად დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც „კვირას“ დუშეთის მერიიდან აცნობეს, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, რეგიონში დღევანდელი დღე მოკრძალებულად, დაწესებული რეკომენდაციების სრული დაცვით აღინიშნა.

„9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად სასულიერო პირებმა პარაკლისიც გადაიხადეს. აღსანიშნავია, რომ 1989 წლის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა შორის იყო წარმოშობით თიანეთელი, ნოდარ ჯანგირაშვილი. „ეს დღე ორ უდიდეს მოვლენას აერთიანებს, 1989 წლის ტრაგედიას და 1991 წელს მიღებულ დამოუკიდებლობას. დღეს, პატივი მივაგეთ ჩვენი ქვეყნის გმირ შვილებს, რომელთაც 1989 წლის 9 აპრილს, თავი გასწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. მომავალი თაობა არ დაივიწყებს მათ თავგანწირვას,“- განაცხადა დავით ნოზაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები