9 აპრილს დაღუპულ გმირებს ახალციხეში პატივი მიაგეს

ქალაქ ახალციხეში კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი 1989 წლის 9 აპრილს, ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის გარდაცვლილთა ხსოვნას. ამის შესახებ „კვირას“ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ცნობით, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქის ცენტრალურ პარკში, 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ და საქართველოს უახლესი ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული დღე გაიხსენეს.

„სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა მამა იოანე გელაშვილმა.

დღევანდელი აქციით, ახალციხის მუნიციპალიტეტი მადლიერების კამპანიას შეუერთდა, რომლის მიზანი 9 აპრილის მოვლენების დროს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის გარდაცვლილთა მიმართ პატივისცემა და მადლიერების გამოხატვაა.

32 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია, გამთენიისას მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. დაიღუპა 21, ასობით ადამიანი კი დაიჭრა, დასახიჩრდა და მოიწამლა. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები